ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2019 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვება

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და დაზღვევის ინსტიტუტის დირექტორი, მედიცინის დოქტორი თენგიზ ვერულავა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2019 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა. პროექტმა „პაციენტთა დამოკიდებულება ოჯახის ექიმთან მიმართვიანობაზე საქართველოში" ექსპერტთა მაღალი შეფასება დაიმსახურა.

საგრანტო კონკურსის მიზანია ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციისა და თანამშრომლობის, მეცნიერების განვითარების, სამეცნიერო შრომების საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში გამოქვეყნების ხელშეწყობა.

გრანტი შესაძლებლობას იძლევა მეცნიერმა სამეცნიერო ნაშრომი წარადგინოს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე და ითვალისწინებს მოკლევადიანი ინდივიდუალური ვიზიტის დაფინანსებას საზღვარგარეთ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობისათვის.

სამეცნიერო ნაშრომის მიზანი იყო საქართველოში პაციენტის მიერ ოჯახის ექიმთან დაბალი მიმართვიანობის პრობლემის შესწავლა.

ნაშრომი „პაციენტთა დამოკიდებულება ოჯახის ექიმთან მიმართვიანობაზე საქართველოში" წარდგენილია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „International Conference on Recent Advances in Medical Science, რომელიც გაიმართება პარიზში 2019 წლის 12-13 სექტემბერს.

იხილეთ მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2019 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები - http://www.rustaveli.org.ge/geo/2019-tslis-konkursebis-saboloo-shedegebi/mobilobisa-da-saertashoriso-sametsniero-ghonisdziebebis-2019-tslis-sagranto-konkursis-shedegebi

 
ბანერები