ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

IV სამეცნიერო კონფერენცია „ჯანდაცვის პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციოლოგიის აქტუალური საკითხები“

2018 წლის 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში გაიმართა IV სამეცნიერო კონფერენცია „ჯანდაცვის პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციოლოგიის აქტუალური საკითხები“. კონფერენციაზე კვლევითი ნაშრომები წარმოადგინეს  უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების პროფესორებმა, დოქტორებმა, დოქტორანტებმა, სტუდენტებმა.

წელს 200-მდე კვლევითი ნაშრომი გამოგზავნეს ავტორებმა. შეირჩა მხოლოდ 27 ნაშრომი. კონფერენციაზე წარმოდგენილი საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდა სამეცნიერო კონფერენციის შრომათა კრებულში „ჯანდაცვის პოლიტიკის, ეკონომიკის და სოციოლოგიის აქტუალური საკითხები“.

კონფერენცია 2015 წლიდან ტარდება. მისი მიზანია ჯანდაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სოციოლოგიის მიმართულებებით სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, კვლევების დონის ამაღლება და განვითარება, სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაცია, სპეციალისტებისათვის შესაძლებლობის მიცემა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ პოლიტიკის, ჯანდაცვის ეკონომიკის და ჯანდაცვის სოციოლოგიის სფეროებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

კონფერენციაზე წარმოდგენილია შემდეგი მიმართულებები:

  • ჯანდაცვის პოლიტიკა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
  • ჯანდაცვის მენეჯმენტი;
  • ფარმაციის პოლიტიკა და მენეჯმენტი;
  • ჯანდაცვის სოციოლოგია
  • სადაზღვევო საქმე.

კონფერენციის საორგანიზაციო საბჭოს ხელმძღვანელობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის პოლიტიკისა და დაზღვევის ინსტიტუტის დირექტორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი თენგიზ ვერულავა.

შრომათა კრებულის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ყველასათვის.

დაინტერესებულ პირებს კონფერენციის შრომათა კრებულის გაცნობა შეუძლიათ შემდეგ ბმულზე: https://heconomic.wordpress.com/2018/01/24/3221/

იხილეთ კონფერენციის „ჯანდაცვის პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციოლოგიის აქტუალური საკითხები“ შრომათა კრებულის PDF ვერსია - http://eprints.iliauni.edu.ge/7827/1/Abstracts.pdf

ბანერები