ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჯანდაცვისა და დაზღვევის ინსტიტუტი

ჯანდაცვისა და დაზღვევის ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაზღვევისა და ჯანდაცვის სკოლა 2013 წელს დაარსდა. სკოლა მსურველებს დაზღვევისა და ჯანდაცვის მიმართულებებით მაღალი დონის სასწავლო და კვლევით პროგრამებს სთავაზობს. სკოლა ახორციელებს ორ სამაგისტრო პროგრამას: სადაზღვევო საქმე და ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი (კონცენტრაციები: ჯანდაცვის მენეჯმენტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის პოლიტიკა, ფარმაციის მენეჯმენტი, ჯანდაცვის პოლიტიკა და ჯანდაცვის ეკონომიკა); და სადოქტორო პროგრამას - ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი.

ჩვენი სკოლა კონცენტრირებულია სადაზღვევო საქმის, სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციის, დაფინანსების, ადმინისტრირების პრობლემებზე, რათა გაიგოს და გააუმჯობესოს სადაზღვევო საქმის, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მენეჯმენტის პრაქტიკა საქართველოში.
დაზღვევისა და ჯანდაცვის სკოლის მისიაა, წვლილი შეიტანოს დაზღვევისა და ჯანდაცვის მიმართულებებით თეორიისა და პრაქტიკის განვითარებაში, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობის, დაავადებათა პრევენციის გაუმჯობესებას, ჯანდაცვის და სადაზღვევო სისტემებისა და მისი შემადგენელი ორგანიზაციების გაძლიერებას. სწავლებასთან ერთად სკოლა მონაწილეობს კვლევებში, რომლებშიც აქცენტი კეთდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, როგორებიცაა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, ორგანიზაცია, დაფინანსება, მართვა და ხარისხი, სადაზღვევო საქმე.

ჩვენი მისია ხორციელდება კვლევისა და სასწავლო პროგრამების მეშვეობით, რომლებიც მიმართულია სადაზღვევო საქმის, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის განვითარებისაკენ. მისია ეფუძნება მოსაზრებას, რომ სადაზღვევო საქმე და ჯანდაცვის პოლიტიკა და მართვა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული დისციპლინებია. შესაბამისად, ჩვენი კვლევითი პროექტები და სასწავლო პროგრამები ამ თვალსაზრისით არის წარმოდგენილი.

საკონტაქტო ინფორმაცია
პროფ. თენგიზ ვერულავა - ჯანდაცვისა და დაზღვევის სკოლის დირექტორი
✉ tengiz.verulava@iliauni.edu.ge
➳ ოთახი F405, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, თბილისი 0162

ბანერები