ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სხვა აქტივობები

სხვა აქტივობები

მონაცემთა ელექტრონული ბაზა

2014 წელს შევიძინეთ ელექტრონული ბაზა „Pscyinfo“, , რომელიც მოიცავს 2,500 დასახელების ჟურნალს, წიგნსა და წიგნების კონკრეტულ თავებს, დისერტაციებს, შრომებსა და პუბლიკაციებს ფსიქოლოგიის, ქცევითი და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. ელექტრონული ბაზა შეიქმნა ამერიკული ფსიქოლოგიური ასოციაციის მიერ და მისი განახლება ხდება ყოველკვირეულად. ელექტრონული ბაზა საშუალებას აძლევს მკვლევრებს, მოიძიონ დარგში არსებული ლიტერატურა და დაუკავშირდნენ უშუალოდ გამომცემლებს.


პროგრამული უზრუნველყოფა NVivo

2012 წელს კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელის (ASCN) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შევიძინეთ თვისებრივი მონაცემების ანალიზის კომპიუტერული
პროგრამა - Nvivo, რომელიც დიდი მოცულობის თვისებრივი მონაცემების დამუშავების საშუალებას იძლევა.


სამეცნიერო პიკნიკი

მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოში ყოველწლიურად იმართება ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი. ღია ცის ქვეშ სპეციალურად გაშლილ კარვებში სამეცნიერო ჯგუფები საინტერესო ექსპერიმენტებსა და ინტერაქციულ გამოფენებს წარმოადგენენ. პიკნიკის მთავარი ამოცანაა, ხალისიანი ფორმით წარმოაჩინოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები მოზარდი, სკოლის ასაკის თაობის წარმომადგენლებისათვის.

სამეცნიერო პიკნიკი საქართველოში პირველად 2012 წლის 29 სექტემბერს ვაკის პარკში გაიმართა. მას შემდეგ ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მისი პოპულარობა ყოველ წელს იზრდება. სხვადასხვა სამეცნიერო დარგის წარმომადგენლები რამდენიმე საათის განმავლობაში წარმოადგენენ საინტერესო სანახაობებს მეცნიერების სხვადასხვა სფეროდან. ფსიქოლოგიის ინსტიტუტი აქტიურად მონაწილეობდა 2012, 2013, 2014, 2015 და 2016 წლებში. ფსიქოლოგებისათვის განკუთვნილ კარავში - „ადამიანის ქცევა“ - სტუდენტებს წარმოდგენილი ჰქონდათ რავენის პროგრესული მატრიცები, მეხსიერების ტესტები და სხვა. კარავში მისულ მოზარდებს წახალისების მიზნით საჩუქრებით აჯილდოებდნენ.


დოქტორ მარკ ჰუვის საჯარო ლექცია: დათმობა და გარე ჯგუფები: ორი პოტენციური ბარიერი კროს-კულტურული ურთიერთგაგებისთვის

21 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტისა და დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართა დოქტორ მარკ ჰუვის საჯარო ლექცია თემაზე: „დათმობა და გარე ჯგუფები: ორი პოტენციური ბარიერი კროს-კულტურული ურთიერთგაგებისთვის“.

ლიცენზირებული ფსიქოლოგი მარკ ჰუვი  შემდეგი ნაშრომებისა და პუბლიკაციების ავტორია:

  • „ახირებული ჯარისკაცი: რეზერვის ფსიქოლოგის მემუარები და ანალიზი ამერიკა-ერაყის მეორე ომის დროს“ (2007)
  • „ჯარისკაცობა ნათელ მხარეს“ (გამოქვეყნდება 2016 წელს)
  •  „ერაყის ოკუპაციის ჰუმანიზაცია“ (Research Papers: The Crisis in the Middle East;” Issue 05/07, Editors: Ronald H. Tuschl/Cornelia Pauer);
  •  „დიპლომატიური ძალისხმევა ახლო აღმოსავლეთში: შეუძლიათ თუ არა ფსიქოლოგებსა და კონფლიქტის მოგვარების სპეციალისტებს მოლაპარაკების პროცესის ხელშეწყობა?“ (Specialists Contribute to the Negotiation Process, “Online Journal of Peace and Conflict Resolution, Feb. 2006 (Used as chapter in “Wayward Soldier,” March 19, 07)

სემინარი პროექტის „გენდერული თანასწორობა“ ფარგლებში

13 ნოემბერს პროექტის „გენდერული თანასწორობა“ ფარგლებში პროფესორი ნინო ჯავახიშვილი სტუდენტებისთვის წაიკითხავს მოხსენებას ოჯახში ძალადობის თემაზე.

პროექტი ხორციელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით, დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი პროექტის პარტნიორია.


შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებული საგრანტო კონკურსების შედეგად დაფინანსებული პროექტების პრეზენტაცია

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით სხვადასხვა უნივერსიტეტში მიმდინარეობს სამეცნიერო გრანტების კონკურსების შედეგად დაფინანსებული პროექტების საჯარო პრეზენტაციების სერია. გრანტის ყველა მფლობელი, მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, დაინტერესებულ საზოგადოებას უზიარებს კვლევის შედეგებს, შესაბამისად, მსურველები ეცნობიან მეცნიერებაში მიმდინარე სიახლეებს.

2015 წლის 12 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის კონსულტანტის, პროფესორ თინათინ ჭინჭარაულის პრეზენტაცია სახელწოდებით „ABA-დაფუძნებული სერვისები აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებისთვის საქართველოში“. იხ. პრეზენტაცია

2015 წლის 27 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრის, ნინო სხირტლაძის პრეზენტაცია სახელწოდებით „ადრეული ზრდასრულობის  შემსწავლელი საზოგადოების  მეშვიდე კონფერენცია“.
იხ. პრეზენტაცია 


მე-7ყოველწლიური კონფერენცია გენდერის კვლევაში


2015 წლის 1 დეკემბერს გაიმართა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებული მე-7 ყოველწლიური კონფერენცია გენდერის კვლევაში “ქალთა ჩაგვრის მანიფესტაციები და საპასუხო წინააღმდეგობა” . კონფერენცია მიეძღვნა 16 დღიან საერთაშორისო კამპანიას გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ.

კონფერენციზე პროფესორმა ნინო ჯავახიშვილმა გააკეთა  მოხსენება „ეხმარება თუ არა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური მხარდაჭერა მათ მორგებას?“ . მოხსენება მომზადდა დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პროექტის „ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დეპრესიის, შფოთვისა და ცხოვრებით კმაყოფილების დონეს სოციალური მხარდაჭერის ფონზე“ ფარგლებში.


„მიმდინარე პროექტების სერია“ CRRC-საქართველოს, ამერიკული საბჭოებისა და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის (ARISC) ორგანიზებით

2015 წლის 9 დეკემბერს CRRC-საქართველოს, ამერიკული საბჭოებისა და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის (ARISC) ორგანიზებით ჩატრდა „მიმდინარე პროექტების სერიის“ 2015 წლის შემოდგომის სეზონის მეთერთმეტე სესია.

შეხვედრაზე პროფესორმა ნინო ჯავახიშვილმა და დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარმა მაკა ლორთქიფანიძემ წარადგინეს მიმდინარე კვლევა „როგორ აღიქვამენ და იღებენ სოციალურ მხარდაჭერას ოჯახური ძალადომის მსხვერპლი ადამიანები“, რომელიც მომზადდა დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პროექტის „ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დეპრესიის, შფოთვისა და ცხოვრებით კმაყოფილების დონეს სოციალური მხარდაჭერის ფონზე“ ფარგლებში.

„მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და კრიტიკა.


მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის საერთაშორისო რეგიონული კონფერენცია

28 აპრილს დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელმა ია შეყრილაძემ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის საერთაშორისო რეგიონულ კონფერენციაში, რომელიც გაიმართა 27-30 აპრილს თბილისში. იხ. პრეზენტაცია

კონფერენციის ადგილობრივი თანაორგანიზატორები იყვნენ „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება“ და „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“. კონფერენციის მიზანი იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული თანამედროვე მიდგომებისა და სამომავლო მიმართულებების განხილვა. მასში მონაწილეობა მიიღეს ფსიქიკური ჯანდაცვის დარგის წამყვანმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა. იხ. პროგრამა.

___________________________________________________________________________________________________________

პროექტი ”ფსიქოლოგიური კვლევები სიძულვილის ენაზე“

პროფესორმა ნინო ჯავახიშვილმა გააკეთა მოხსენება - ”ფსიქოლოგიური კვლევები სიძულვილის ენაზე” საქართველოს სხვადასხვა უმაღლესის სტუდენტებისათვის პროექტის "სიძულვილის ენა და თანასწორობა" ფარგლებში.

___________________________________________________________________________________________________________

საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა

დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები ჩართულები არიან 3 საერთაშორისო პროექტში:

1. ინკლუზიური იდენტობა სხვადასხვა კულტურაში.

კვლევა ტარდება ტილბურგის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით და მასში ჩართულია მსოფლიოს 23 სხვადასხვა ქვეყანა.

2017 წელს დასრულდა მონაცემების შეგროვება. 365 სკოლის მოსწავლე და 260 სტუდენტი.

პროექტი დასრულდება 2018 წელს.

2. სტერეოტიპის შინაარსის მოდელის საერთაშორისო კვლევა. მოდელის ავტორი და კვლევის ხელმძღვანელი - სუზან ფიკსე (აშშ).

3. ადრეული ზრდასრულების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, ნივთიერებათა მოხმარება და აზარტული თამაშები.

პროექტში ჩართული არიან:

  • ისარაელის ბენ ჰურიონის უნივერსიტეტი
  • ადიქტოლოგიის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  •  ალტერნატივა ჯორჯია - არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველო
_________________________________________________________________________________________________________
 

პროექტი ,,თემზე დაფუძნებული მომსახურების გაუმჯობესება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის"

ინსტიტუტის საქმიანობის ფარგლებში განხორციელდა ორგანიზაციის Save the Children MACF მიერ დაფინანსებული პროექტი ,,თემზე დაფუძნებული მომსახურების გაუმჯობესება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის". პროექტის მიმდინარეობდა 31.03.17-11.05.17 პერიოდში და მისი ბიუჯეტი შეადგენდა 12 507.24 ლარი

_________________________________________________________________________________________________________

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვირეული

2017 წლის 11 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კვირეული, რომლის ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციების სერია. კვირეულში მონაწილეობა მიიღო დ.უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტმა მოხსენებით „წინარწმენის მრავალფეროვანი ბუნება“, მომხსენებელი ასოცირებული მკვლევარი ირინა ვარდანაშვილი









ბანერები