დიმიტრი უზნაძის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენცია
2016 წლის 2 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერისიტეტში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც დ. უზნაძის დაბადებიდან 130 წელს მიეძღვნა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ფსიქოლოგებმა და სტუდენტებმა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან, მთლიანობაში გაკეთდა 30-მდე მოხსენება, მათ შორის, 3 პოსტერი. მოხსენებები რამდენიმე სესიად იყო ორგანიზებული თემების მიხედვით, მათ შორის, პარალელურ სესიებადაც.
დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა გააკეთეს 10 მოხსენება და მოამზადეს 4 სტატია.
კონფერენციის ფარგლებში გამოიცა აბსტრაქტების და შერჩეული სტატიების კრებულები.