დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მიზნები და ამოცანები
ინსტიტუტის მიზანია:
- სამეცნიერო-კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება;
- ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა;
- სამეცნიერო საქმიანობისთვის ყოველმხრივი ხელშეწყობა;
- საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;
- ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის მობილობის წახალისება;
- ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება-გადამზადება;
ინსტიტუტი უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიძიოს ინსტიტუტის ფუნქციონირებისათვის საჭირო დამატებითი შემოსავლები.
ინსტიტუტის საქმიანობის აღწერა
ინსტიტუტის მიზნებიდან გამომდინარე, მისი საქმიანობის ძირითადი საგანია:
- სოციოლოგიურ-დემოგრაფიული და ოჯახის პრობლემების კვლევა, მოსახლეობის აღწარმოების უახლესი ტიპის (დეპოპულაციის) კანონზომიერებათა შესწავლა და ანალიზი;
- დემოგრაფიული დაბერების პრობლემების კვლევა;
- დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავება;
- სოციალურ-დემოგრაფიული განვითარების ძირითადი ტენდენციებისა და მიმართულებების შესწავლა;
- სოციალური, საოჯახო და დემოგრაფიული პოლიტიკის საკითხებზე საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობა და სამეცნიერო ექსპერტიზა;
- საზღვარგარეთის ქვეყნების სოციალურ-დემოგრაფიული და საოჯახო პოლიტიკის შესწავლა;
- ოჯახის დემოგრაფიის პრობლემათა კვლევა;
- მოსახლეობის დემოგრაფიული განათლების დონის ამაღლებისათვის სათანადო ღონისძიებების შემუშავება და მათი გატარების ხელშეწყობა;
- ერთიანი სახელმწიფო სოციალურ-დემოგრაფიული და საოჯახო პოლიტიკის შემუშავება;
- რეგიონული და ეთნოდემოგრაფიული პრობლემების კვლევა;
- დემოგრაფიული ქცევის თავისებურებათა შესწავლა;
- მოსახლეობის დასაქმების სოციალურ-დემოგრაფიული პრობლემების კვლევა;
- ოჯახის სოციალურ-დემოგრაფიული ტრანსფორმაციის საკითხების შესწავლა;
- ოჯახის სოციოლოგიის პრობლემების კვლევა;
- ოჯახის სოციოკულტურული განვითარების პრობლემების კვლევა;
- ოჯახის სოციალურ-დემოგრაფიული სტრუქტურის ევოლუციის შესწავლა.