ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიმდინარე კვლევები

მიმდინარე კვლევები

მიმდინარე კვლევები: 2015 წლიდან დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის 5 წლიანი (2015-2019 წწ.) სამეცნიერო კვლევით პროექტის „დეპოპულაცია და ოჯახის სოციალურ-დემოგრაფიული მოდერნიზაციის თავისებურებანი“ ფარგლებში.

2017 წელს ინსტიტუტი მუშაობს თემაზე:

„დემოგრაფიული მოდერნიზაციის ძირითადი ტენდენციები და თავისებურებანი საქართველოში“ (მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის და სოციოლოგიური გამოკვლევის მასალების საფუძველზე).

შესრულდება ცალკეული სამეცნიერო თემები:

  1. მოსახლეობის აღწარმოების უახლესი ტიპის ფორმირების თავისებურებანი საქართველოში და განვითარებულ ქვეყნებში;
  2. დეპოპულაციის ტენდენციები მსოფლიოში და საქართველოში;
  3. საქართველოს მოსახლეობის რეპროდუქციული ქცევა მოსახლეობის აღწარმოების უახლესი ტიპის  პირობებში;
  4. საქართველოს მოსახლეობის თვითშენახვითი ქცევა და მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობის ტენდენციები და პერსპექტივები;
  5. ოჯახის ტრადიციული მოდელიდან ლიბერალურ-დემოკრატიულ მოდელზე გადასვლის თავისებურებანი საქართველოში.
ბანერები