ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სხვა აქტივობები

გამოქვეყნებული ნაშრომები

ინსტიტუტის დირექტორი ავთანდილ სულაბერიძე ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი არის:

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კომიტეტთან არსებული დემოგრაფიული კომისიის წევრი (თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი)
  • საქართველოს დაბერების საკითხის მეინსტრიმინგის გზამკვლევის რეკომენდაციების შემმმუშავებელი ჯგუფის წევრი
  • 2016 წელს მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დაბერების საკითხებთან დაკავშირებული გეგმის შემუშავებაში
  •  2016 წელს მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის შემუშავებულ „საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციაში“
  • EAPS ევროპის დემოგრაფთა ასოციაციის წევრი
  •  IUSSP მოსახლეობის კვლევის მსოფლიო ასოციაციის წევრი
  • საქართველოს დემოგრაფთა ასოციაციის წევრი
  • საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
  •  საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
  •  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის „ეკონომისტის“ რედკოლეგიის წევრი
  • დიდი ქართული ეკონომიკური ენციკლოპედიის სარედაქციო კოლეგიის წევრი
  •  დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის კრებულის „დემოგრაფიის და სოციოლოგიის პრობლემები“ რედკოლეგიის თავმჯდომარე
  • ოჯახთა მსოფლიო კონგრესთან არსებული და ამერიკის ჰარვარდის ცენტრის საერთაშორისო კვლევების ჟურნალის „ბუნებრივი ოჯახი“ (ყოფილი ჟურნალი „ამერიკის ოჯახები“) რედკოლეგიის კონსულტანტი
  •  დემოგრაფიისა და ოჯახის საკითხებზე მონაწილეობს სხვადასხვა ტელე-დებატებსა და დისკუსიებში.

2016 წელს ინსტიტუტის თანამშრომლებმა ა. სულაბერიძემ, მ. შელიამ, ლ. მენაბდიშვილმა, ნ. გომელაურმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შექმნილ მოსახლეობის დაბერებასთან დაკავშირებული ეროვნული სამოქმედო
გეგმის რეკომენდაციების შემუშავებაში (ჯგუფში – ხანდაზმულთა საზოგადოებაში ინტეგრაცია და სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობა).
ც. გვრიტიშვილმა და ნ. მენაბდიშვილმა მეცნიერების ფესტივალი 2016-ის ფარგლებში გაიარეს ტრენინგი EBESCO-ს (ელექტრონული წიგნების აკადემიური ონლაინ ბიბლიოთეკა) საინფორმაციო მომსახურების შესახებ.
2016 წელს ა. სულაბერიძემ საქართველოში არსებული დემოგრაფიული სიტუაციის შესახებ ინტერვიუები მისცა პოლონეთის საზოგადოებრივ მაუწყებლობას და არაბულ ალ-ჯაზირას.
2016 წლის 4 დეკემბერს ა. სულაბერიძემ საჯარო ლექცია წაიკითხა სასულიერო აკადემიაში თემაზე „საქართველოს დემოგრაფიული პრობლემები“.
2016 წლის 22 დეკემბერს ინსტიტუტის თანამშრომლებმა ა. სულაბერიძემ და ლ. მენაბდიშვილმა პრეზენტაცია გამართეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წინაშე თემებზე:
ა. სულაბერიძე – საქართველოს თანამედროვე დემოგრაფიული სიტუაცია
ლ. მენაბდიშვილი – მართმადიდებელი მორწმუნეების ოჯახური პრობლემების შესახებ.

ბანერები