ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასრულებული კვლევები

დასრულებული კვლევები

2010 წელს დემოგრაფიისა და სოციოლოგიის პრობლემები შესწავლილ იქნა 2 პრიორიტეტული მიმართულებით:

  1. საქართველოს დემოგრაფიული ვითარების ყოველწლიური მონიტორინგი დემოგრაფიულ-სტატისტიკური ინფორმაციის სისტემატიზაციის და განზოგადების საფუძველზე. მიმართულების ხელმძღვანელები: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ა. სულაბერიძე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გ. წულაძე.
  2. ახალგაზრდული კულტურა საქართველოში მიმდინარე გლობალიზაციის პირობებში. კოორდინატორები: გ. წულაძე, გ. ლორთქიფანიძე.
  3. დაასრულა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტი „საქართველოს დემოგრაფიული განვითარების სოციალურ-დემოგრაფიული და საოჯახო პოლიტიკა“. საბოლოო სამეცნიერო ანგარიში. თბ., 2010. (#07-391-2-270).

2013 წელს ინსტიტუტში შესრულდა პროექტი

ოჯახის სოციალურ-დემოგრაფიული მოდერნიზაციის თავისებურებები საქართველოში (პროექტის ხელმძღვანელი: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ა. სულაბერიძე).

პროექტის ფარგლებში შესრულდა ცალკეული თემატური მეცნიერული კვლევები, კერძოდ:

  1. მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვედან უახლეს (დეპოპულაციურ) ტიპზე გარდამავალი პერიოდის თეორიულ-მეთოდოლოგიური ასპექტები. შემსრულებლები: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
    ა. სულაბერიძე, მ. ხაჩატუროვა.
  2. რეპროდუქციული ქცევის ტრანსფორმაციის თავისებურებანი ოჯახში. შემსრულებლები: ეკონომიკის დოქტორი ვ. შუშტაკაშვილი, ასისტენტ-მკვლევარი ნ. გომელაური, ასისტენტ-მკვლევარი შ. წიკლაური.
  3. ოჯახის ფორმირების პრობლემები. შემსრულებლები: ეკონომიკის დოქტორი ლ. მენაბდიშვილი, ეკონომიკის დოქტორი ვ. სულაბერიძე, ა. ქიტოშვილი.
  4. ოჯახის ტრადიციული მოდელიდან თანამედროვე მოდელზე გადასვლა. შემსრულებლები: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ე. მენაბდიშვილი, ასისტენტ-მკვლევარი ც. გვრიტიშვილი, ასოცირებული მკვლევარი, ეკონომიკის დოქტორი ნ. მენაბდიშვილი.
  5. თაობათაშორისი ურთიერთობები ოჯახში. შემსრულებლები: ეკონომიკის დოქტორი მ. შელია, ასისტენტ-მკვლევარი მ. ცოცანიძე.

2014 წელს ინსტიტუტში შესრულდა ორი პროექტი:

  1. სტუდენტთა დამოკიდებულება ოჯახში ძალადობის მიმართ (პროექტის ხელმძღვანელი: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი  ა. სულაბერიძე)
  2. განათლების დონის გავლენა ქორწინებით ქცევაზე (ასისტენტ-მკვლევარი შ. წიკლაური).

2015 წლიდან დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი მუშაობს 5 წლიან (2015-2019 წწ.) სამეცნიერო კვლევით პროექტზე „დეპოპულაცია და ოჯახის სოციალურ-დემოგრაფიული მოდერნიზაციის თავისებურებანი“.

I. პროექტის ფარგლებში 2015 წელს დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტში შესრულდა:

  1. მოსახლეობის უახლესი ტიპის თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლები (ხელმძღვანელი პროფ. ა. სულაბერიძე)
  2. გარე მიგრაცია საქართველოში მე-20 საუკუნის 1990-იანი წლებიდან (შემსრულებელი ასისტენტ-მკვლევარი შ. წიკლაური)

II. 2016 წლის ეტაპზე საკვლევ თემას წარმოადგენდა თვითმოვლითი ქცევა და სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა. კერძოდ:

  1. პრობლემის ირგვლივ შემუშავდა კვლევის მეთოდოლოგიური საკითხები და ჩატარდა სოციოლოგიური გამოკვლევა;
  2. განხორციელდა მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მასალების ანალიზი და მომზადდა საჭირო სტატისტიკური ცხრილები. თვითმოვლითი ქცევა და მოსახლეობის დამოკიდებულება სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მიმართ არც მეცნიერულ და არც ემპირიულ დონეზე შეიძლება ითქვას პრაქტიკულად არ არის შესწავლილი საქართველოში. რაც ინსტიტუტის მიერ განხორციელებული სამეცნიერო მუშაობის აქტუალობაზე და მნიშვნელობაზე მიუთითებს. თვითმოვლითი ქცევის არსის გაგებას დიდი მნიშვნელობა აქვს შესაბამისი სოციალურ დემოგრაფიული პოლიტიკის ღონისძიებათა განსაზღვრისთვის;
  3. ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ 2016 წელს განხორციელდა სოციოლოგიური გამოკვლევა „საქართველოში მართლმადიდებელ მორწმუნეთა დამოკიდებულება სოციალურ-დემოგრაფიული ქცევისა და ოჯახის პრობლემებისადმი“.
ბანერები