ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ინსტიტუტის შესახებ

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები

საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ზეპირი გამოცდა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების მაგისტრი

მოკლე აღწერა:

სამაგისტრო პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულების მომზადება წარმატებული სამეცნიერო ან/და პროფესიული კარიერისთვის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით. კურსდამთავრებულებს

  • ექნებათ თანამედროვე და სიღრმისეული ცოდნა დედამიწის, როგორც ერთიანი სისტემის, და მისი გეოლოგიური აგებულების შესახებ;
  • შეძლებენ ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეების, რისკების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და იმ ფაქტორების განსაზღვრასა და შეფასებას, რომლებიც გავლენას ახდენენ დედამიწის ზედაპირსა და სიღრმეში მიმდინარე პროცესებზე;
  • შეძლებენ თანამედროვე მეთოდების, ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებას დედამიწის ზედაპირზე და მის სიღრმეში მიმდინარე პროცესების კვლევისა და შესწავლის მიზნით;
  • შეძლებენ ამ დარგის შესახებ ცოდნის გაფართოებას ორიგინალური კვლევის საფუძველზე;
  • შეძლებენ ეფექტურ კომუნიკაციას როგორც სპეციალისტებთან, ასევე ფართო აუდიტორიასთან აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:

მაგისტრატურაში მიიღებიან საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაზე ყურადღება ექცევა სტუდენტის მოტივაციას. მაგისტრატურაში სწავლის მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკის და სტატისტიკის ფართო სფეროს რომელიმე დეტალურ სფეროში, ასევე ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.

დასაქმების სფეროები:

კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს:

საჯარო, სამეცნიერო-კვლევით და სხვა დაწესებულებებში ან ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ კერძო კომპანიაში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებთან: გეოლოგიასთან, გეოფიზიკასთან, ჰიდროლოგიასა და ჰიდროგეოლოგიასთან, საინჟინრო-გეოლოგიასთან, კლიმატოლოგიასთან, კარტოგრაფიასთან, სასარგებლო წიაღისეულის კვლევა-ძიებასა და მოპოვებასთან, გარემოს დაცვით მონიტორინგთან, გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასთან და სხვ.

კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა განაგრძოს სადოქტორო საფეხურზე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
➳თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, H კორპუსი, ოთახი N108
☏ (+995 32) 222 00 09 (139, 137, 338)
sciences_medicine@iliauni.edu.ge

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები