ვებინარები ადრეულ განათლებაზე:„როგორ დავგეგმო საგანმანათლებლო პროცესი“
სემინარები
25 თებერვალს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ციკლის „ვებინარები ადრეულ განათლებაზე“ მეხუთე შეხვედრა.
შეხვედრის თემა: „როგორ დავგეგმო საგანმანათლებლო პროცესი“
თემაზე ისაუბრებენ:
- თამარ ბაქრაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საბავშვო ბაღის „მწვანე ალუბალი“ დამფუძნებელი. სხვადასხვა კურიკულუმისა და მეთოდური სახელმძღვანელოს თანაავტორი ადრეულ განათლებაში;
- მანანა ხუციშვილი – თბილისის მე-100 საბავშვო ბაღის აღმზრდელი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრენერი და პრაქტიკის სუპერვიზორი.
დრო: 25 თებერვალი, 17:00 საათი
შეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდი.