ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მოწვევა ELF-ის ტრენინგზე დასასწრებად

სემინარები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის ფარგლებში იწვევს მსურველებს ტრენინგ EFL-ზე დასასწრებად.

კომუნიკაციის, ქცევისა და ფუნქციური უნარ-ჩვევების კურიკულუმი „ცხოვრებისთვის აუცილებელი“ შეფასების ინსტრუმენტია, რომელიც ეფუძნება ქცევის გამოყენებით ანალიზს. ტრენინგზე მონაწილეები

  • ისწავლიან ალტერნატიული კომუნიკაციის მეთოდის შერჩევას;
  • განსაზღვრავენ ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარებს;
  • შეძლებენ ცხოვრებისთვის აუცილებელი ფუნქციური უნარების შეფასებას;
  • შეფასების მონაცემებზე დაყრდნობით გაწერენ შესაბამის პროგრამას.

ტრენინგს ჩაატარებს ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ქეისმენეჯერი, რეგისტრირებული ქცევითი თერაპევტი (RBT) ანა წურწუმია.

ჩატარების დრო: 24-25 ივლისი, 2021, 11:00-16:00

მონაწილეთა რაოდენობა: 15

ტრენინგი ჩატარდება ონლაინ.

ტრენინგში მონაწილეობისთვის აუცილებელია აუტიზმის სპექტრის ან განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.

მსურველებმა 2021 წლის 21 ივლისამდე უნდა გამოგზავნონ CV (ტელეფონის ნომრისა და მეილის მითითებით) ელექტრონულ მისამართზე: tinatini.avsajanishvili.1@iliauni.edu.ge

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა. ტრენინგი ჩატარდება ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის „საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაუმჯობესება და გაფართოება“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

 2021 წელი

ბანერები