მოწვევა ABLLS-R ტრენინგზე დასასწრებად
სემინარები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის ფარგლებში იწვევს მსურველებს ABLLS-R ტრენინგზე დასასწრებად.
ABLLS-R შეფასების ინსტრუმენტია, რომელიც აფასებს ენისა და დასწავლის ბაზისურ უნარებს აუტიზმის სპექტრისა და განვითარების სხვა დარღვევების მქონე ბავშვებში.
ტრენინგის მონაწილეები
- გაეცნობიან შეფასების ინსტრუმენტ ABLLS-R-ს;
- ისწავლიან აღნიშნული ინსტრუმენტით ბავშვის შეფასებას;
- შეფასების მონაცემებზე დაყრდნობით შეძლებენ ინდივიდუალური პროგრამის შემუშავებას.
ტრენინგს ჩაატარებენ ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენერები: კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ქეის-მენეჯერი სალომე მინდორაშვილი და განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი, ქეის-მენეჯერი ანი შაყულაშვილი.
ჩატარების დრო: 11.12.2020/ 12.12.2020/ 18.12.2020/ 19.12.2020
10:00-16:00
მონაწილეთა რაოდენობა: 15
ტრენინგი ჩატარდება ონლაინ, ZOOM პლატფორმის საშუალებით.
ტრენინგში მონაწილეობისთვის აუცილებელი კრიტერიუმია აუტიზმის სპექტრის ან განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
მსურველებმა 2020 წლის 9 დეკემბრამდე უნდა გამოგზავნონ რეზიუმე (ტელეფონის ნომრისა და მეილის მითითებით) ელექტრონულ მისამართზე: tinatini.avsajanishvili.1@iliauni.edu.ge
ტრენინგი ჩატარდება ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის „საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაუმჯობესება და გაფართოება“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.