მიღება სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსებზე
ახალი ამბები
ბაგა-ბაღებში მომუშავე პრაქტიკოსებისა და ყველა იმ ადამიანისათვის, რომელთაც ადრეული და სკოლამდელი განათლების სფერო აინტერესებთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას უნივერსიტეტის მიერ აკრედიტებულ 3-კრედიტიან (45 საკონტაქტო საათი) პროგრამებზე:
- „ადრეული განათლების მეთოდოლოგია“
- „ადრეული ინკლუზიური განათლება“
ლექციები ჩატარდება 15 თებერვლიდან კვირაში 3-ჯერ დისტანციურად. მსურველებმა რეზიუმე (CV) უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: preschoolcenter@iliauni.edu.ge.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 5 თებერვალი
სწავლის საფასური თითოეულ კურსზე: 200 ლარი
შესაძლებელია ორივე კურსზე ერთდროულად დარეგისტრირება, ამისთვის იხილეთ თითოეულ მოდულზე შეხვედრების განრიგი.
გთხოვთ მეილში მიუთითეთ შერჩეული კურსის დასახელება.
განრიგი
1. „ადრეული განათლების მეთოდოლოგია“ – ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, 18:00-21:00 საათი. ტრენინგს ჩაატარებენ თამთა კუხალეიშვილი, ხათუნა მეტრეველი, თამარ საღინაძე.
2. „ადრეული ინკლუზიური განათლება“ – სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი, 18:00-21:00 საათი. ტრენინგს ჩაატარებენ თამარ საღინაძე, ნინო გულიაშვილი, თამარ შკუბულიანი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით
ტელ.: 593 62 34 10; 555 29 33 15