ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მიღება ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აკრედიტებულ პროგრამებზე

ბაგა-ბაღებში მომუშავე პრაქტიკოსებისა და ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც ბაღში მუშაობა სურს ან სკოლამდელი განათლების სფერო აინტერესებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას აკრედიტებულ პროგრამებზე:

„ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა სკოლამდელ ასაკში“ – 18-კრედიტიანი კურსის ხანგრძლივობაა 6 თვე. აქედან ბოლო 6 კვირა დაეთმობა პრაქტიკულ სწავლებას; სწავლის ღირებულება: 700 ლარი.

„ადრეული ინკლუზიური განათლება“ – 6-კრედიტიანი კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე. აქედან ბოლო 5 კვირა დაეთმობა პრაქტიკულ სწავლებას; სწავლის ღირებულება: 450 ლარი.

„ადრეული განათლების მეთოდოლოგია“ – 3-კრედიტიანი თეორიული კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე; სწავლის ღირებულება:150 ლარი.

ლექციები ჩატარდება სამუშაო დღეებში, კვირაში სამჯერ, დღის მეორე ნახევარში, 18:00-დან 21:00 საათამდე. სწავლის პროცესი მოიცავს ინდივიდუალური დავალებების შესრულებასა და გარკვეული დამხმარე ლიტერატურის დამუშავებას. კურსის მონაწილეებს მათ მიერ დაგროვილი ქულებისა და საბოლოო შეფასების შესაბამისად გადაეცემათ სერტიფიკატები გავლილი საკრედიტო საათების მითითებით.

სწავლის დაწყების თარიღი: 2019 წლის 04 მარტი

სასურველი კურსის გავლის მსურველებმა მოკლე ავტობიოგრაფია, სამოტივაციო წერილი და პირადობის მოწმობა უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] ან 10:00-დან 18:00 საათამდე მოიტანონ მისამართზე: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსი, I სართული (შემოსასვლელი ფალიაშვილის ქუჩიდან).

მონაწილეები შეირჩევიან გასაუბრების შედეგად.

საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა: 2019 წლის 25 თებერვალი.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: (+995) 593 62 34 10

ბანერები