ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონსულტაცია – თერაპია: ენის ბორძიკთან დაკავშირებით

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის კლინიკური პრაქტიკის ფარგლებში ენის ბორძიკის მქონე ბავშვებსა და ზრდასრულებს სთავაზობს რამდენიმე სახის კონსულტაცია - თერაპიას.

ენისა და მეტყველების თერაპევტი სტუდენტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სუპერვიზიით განახორციელებენ:

  • ენის ბორძიკის შეფასებას (2 შეხვედრა);
  • ბავშვის შემთხვევაში მშობლებს გაუწევენ კონსულტაციას ენის ბორძიკთან დაკავშირებით (2 შეხვედრა წერილობითი რეკომენდაციების ჩათვლით);
  • მოზარდისა და ზრდასრულის შემთხვევაში – კონსულტაციას ენის ბორძიკის მართვასთან დაკავშირებით (2 შეხვედრა წერილობითი რეკომენდაციების ჩათვლით)

კლინიკური პრაქტიკის ფარგლებში უსასყიდლოდ მიიღებთ მაღალი ხარისხის სერვისს.

ადგილები შეზღუდულია – დეკემბერ-თებერვალში შესაძლებელია მხოლოდ 6 ადამიანის მიღება.

გთხოვთ, დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდეთ – ტელ,: 593 515000 ან მოგვწეროთ: nino.kemoklidze.1@iliauni.edu.ge

2021 წელი

ბანერები