ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ენობრივი განვითარების შეფერხების ან დარღვევის მქონე ბავშვების შეფასებისა და თერაპიის სერვისზე რეგისტრაცია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის კლინიკური პრაქტიკის ფარგლებში გთავაზობთ ენობრივი განვითარების შეფერხების ან დარღვევის მქონე, 3-დან 12 წლამდე ბავშვების შეფასებისა და თერაპიის სერვისს.

ენობრივ შეფერხებასა და/ან დარღვევაში იგულისხმება:

  • ენის გაგებასთან დაკავშირებული სირთულეები; მოსმენილის ან წაიკითხულის გაგებასთან დაკავშირებული სირთულეები;
  • ენის გამოხატვასთან დაკავშირებული სირთულეები: დაგვიანებული მეტყველება, სიტყვების გახსენების სირთულე, მწირი ლექსიკა, წინადადების აგებისა და ჩამოყალიბების სირთულეები და ა.შ.;
  • კითხვისწინარე უნარებთან დაკავშირებული სირთულეები, ენაზე დამოკიდებული სწავლის სირთულეები.

ენისა და მეტყველების თერაპიის მიმართულების სტუდენტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრებისა და პროგრამის ხელმძღვანელის სუპერვიზიით

  • შეაფასებენ ენობრივი უანრების განვითარებას;
  • ჩაატარებენ თერაპიას;
  • გასცემენ წერილობით რეკომენდაციებს.

კლინიკური პრაქტიკის ფარგლებში, რომელიც სულ 20 სესიას მოიცავს, სერვისს უსასყიდლოდ მიიღებთ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 2021 წლის 15 ოქტომბრამდე.

გაითვალისწინეთ, რომ ადგილები შეზღუდულია და შესაძლებელია მხოლოდ 10-11 ბავშვის მიღება.

დაგვიკავშირდით:

☏ 593344531

✉ nino.tsintsadze@liauni.edu.ge

2021 წელი

ბანერები