ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას აკრედიტებულ პროგრამებზე

სემინარები

ბაგა-ბაღებში მომუშავე პრაქტიკოსებისა და ყველა იმ ადამიანისათვის, რომელთაც ადრეული და სკოლამდელი განათლების სფერო აინტერესებთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას უნივერსიტეტის მიერ აკრედიტებულ 3-კრედიტიან (45 საკონტაქტო საათი) პროგრამებზე:

  1. ადრეული განათლების მეთოდოლოგია
  2. ადრეული ინკლუზიური განათლება
  3. დაკვირვება, შეფასება, დაგეგმვა ადრეული განათლების პრაქტიკაში
  4. კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების განვითარება 0-7 წლამდე ასაკში
  5. სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა ადრეულ ასაკში
  6. პოზიტიური მხარდაჭერა რთული ქცევის სამართავად

თითოეული პროგრამის ლექციები ჩატარდება 4 ოქტომბრიდან კვირაში 2-ჯერ დისტანციური ფორმატით.

მსურველებმა საკონტაქტო ინფორმაცია და სამოტივაციო წერილი უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ  ფოსტაზე: preschoolcenter@iliauni.edu.ge.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 26 სექტემბერი

სწავლის საფასური თითოეულ კურსზე: 250 ლარი

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით – ტელ.: 593 62 34 10; 555 29 33 15

 

ტრენინგის დასახელება  კვირის დღეები სამუშაო საათები
ადრეული განათლების მეთოდოლოგია ორშაბათი - ხუთშაბათი 18:00-21:00
ადრეული ინკლუზიური განათლება სამშაბათი - პარასკევი 18:00-21:00
დაკვირვება, შეფასება, დაგეგმვა ადრეული განათლების პრაქტიკაში ოთხშაბათი - შაბათი 18:00-21:00
კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების განვითარება 0-7 წლამდე ასაკში ორშაბათი - ხუთშაბათი 18:00-21:00
სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა ადრეულ ასაკში სამშაბათი - პარასკევი 18:00-21:00
პოზიტიური მხარდაჭერა რთული ქცევის სამართავად ოთხშაბათი - შაბათი 18:00-21:00

 

2021 წელი

ბანერები