ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას აკრედიტებულ პროგრამებზე

ახალი ამბები

ბაგა-ბაღებში მომუშავე პრაქტიკოსებისა და ყველა იმ ადამიანისათვის, რომელთაც ადრეული და სკოლამდელი განათლების სფერო აინტერესებთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას უნივერსიტეტის მიერ აკრედიტებულ 3-კრედიტიან (45 საკონტაქტო საათი) პროგრამებზე:

  • „ადრეული განათლების მეთოდოლოგია“
  • „ადრეული ინკლუზიური განათლება“

ლექციები ჩატარდება 24 მაისიდან კვირაში 3-ჯერ დისტანციურად. მსურველებმა რეზიუმე (CV) უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: preschoolcenter@iliauni.edu.ge.  

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 17 მაისი.

სწავლის საფასური თითოეულ კურსზე: 250 ლარი

შესაძლებელია ორივე კურსზე ერთდროულად დარეგისტრირება, ამისთვის იხილეთ თითოეულ მოდულზე შეხვედრების განრიგი. გთხოვთ, მეილში მიუთითეთ შერჩეული კურსის დასახელება.

განრიგი:

  1. „ადრეული განათლების მეთოდოლოგია“ – ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, 18:00 -21:00 სთ. ტრენინგს ჩაატარებენ თამთა კუხალეიშვილი, ხათუნა დოლიძე, ხათუნა მეტრეველი, თამარ საღინაძე;
  2. „ადრეული ინკლუზიური განათლება“ – სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი, 18:00-21:00 სთ. ტრენინგს ჩაატარებენ თამარ საღინაძე, ხათუნა დოლიძე, ნინო გულიაშვილი, თამარ შკუბულიანი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ.: 593 62 34 10; 555 29 33 15

 

 

 

 

ბანერები