ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საერთაშორისო პროექტები

ადიქტოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო პროექტები

დღეისათვის ინსტიტუტი ჩართულია ორ საერთაშორისო პროექტში:

  • ევროკომისიის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი TEMPUS, შემდეგ უნივერსიტეტებთან ერთად: ჩარლზის უნივერსიტეტი (პროექტის წამყვანი პარტნიორი), იაგელონიური უნივერსიტეტი (პოლონეთი), ჰამბურგის უნივერსიტეტი (გერმანია), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი. პროექტის პარტნიორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: ”ალტერნატივა ჯორჯია” და ფონდი ”გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი”. პროექტის ფარგლებში დაფუძნდა ადიქციის კვლევები/ადიქტოლოგია, როგორც დამოუკიდებელი პროფესია, მომზადდა და 2015 წლიდან ამოქმედდება შესაბამისი სამაგისტრო პროგრამა; ამჟამად მომზადების პროცესშია უწყვეტი ადიქტოლოგიური განათლების პროფესიული კურსები. 
  • აშშ-ის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ადიქტოლოგიის დარგის განვითარებისკენ მიმართული პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაარსდა საქართველოს ადიქტოლოგთა პროფესიული ასოციაცია, განვითარდება ადიქტოლოგიის სწავლების სამაგისტრო და შემუშავებულ იქნება საბაკალავრო პროგრამა.

გარდა პროექტებისა, ამჟამად ინსტიტუტი მუშაობს ნარკოვითარების წლიური ანალიტიკური ანგარიშზე, ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) სტანდარტებზე დაყრდნობით.

ბანერები