ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიმდინარე კვლევები

ადიქტოლოგიის ინსტიტუტის მიმდინარე კვლევები

  • საქართველოს ნარკოვითარების ეპიდემიოლოგიური ანალიზი, რომლის საფუძველზეც 2018 წელს მომზადდება და გამოიცემა საქართველოს ნარკოვითარების ანალიტიკური ანგარიში (რომელიც ასახავს 2016-2017 წლების ნარკოვითარებას ქვეყანაში);
  • ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის გამოცდილება და გავრცელებული პრაქტიკები თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო (როგორც საჯარო, ასევე კერძო) სკოლებში;
  •  არასრულწლოვანთა დელინქვენტობის პრევენციის ეფექტური პროგრამებისა და მიდგომების სამაგიდო კვლევა;~
  • გემბლინგის პრობლემის კვლევა საქართველოში ომის შედეგად დევნილი მოსახლეობის ორ ტრავმირებულ თემში;
  • აივ-თან დაკავშირებული სარისკო ქცევის კვლევა ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაარდებში (2018 წლის თებერვლიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური სამუშაოს მიმართულებასთან თანამშრომლობით);
  • ერთობლივი კვლევა ისრაელის ბენ ჰურიონის (Ben Gurion) უნივერსიტეტის ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების ავადმოხმარების კვლევის ცენტრთან (Regional Alcohol and Drug Abuse Research Center) თანამშრომლობით, სტუდენტებს შორის ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ქცევის პატერნების გამოსავლენად.
ბანერები