ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ადიქტოლოგიის ინსტიტუტი

ადიქტოლოგიის ინსტიტუტი

ადიქტოლოგიის ინსტიტუტი დაარსდა 2013 წელს. ინსტიტუტის მისიაა დამოკიდებულების პრობლემის საპასუხოდ მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვა-განვითარებისათვის ქვეყნის შესაძლებლობების გაზრდა. ნარკოვითარების მონიტორინგისა და კვლევების განსახორციელებლად ინსტიტუტი მჭიდროდ თანამშრომლობს ადიქტოლოგიის დარგის წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან.

ინსტიტუტის მოქმედების მიმართულებებია:

  • ქვეყნის ნარკოვითარებაზე სანდო მონაცემების უზრუნველყოფა კვლევების, ნარკოვითარების მონიტორინგისა და შესაბამის უწყებებთან კოორდინაციის გზით;
  • კადრების მომზადება ადიქტოლოგიის სამაგისტრო პროგრამისა და ხანმოკლე პროფესიული კურსების ინსტიტუციური მექანიზმების განვითარების გზით;
  • ეროვნული და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა მულტისუბიექტური თანამშრომლობის პროექტების ინიციაციის, დაფინანსების მოპოვებისა და განხორციელების გზით.


საკონტაქტო ინფორმაცია:

➳ ჩოლოყაშვილის 3/5,
    ილიაუნის E 238 ოთახი;
✉ darejan.javakhishvili.1@iliauni.edu.ge

ბანერები