ზამთრის სკოლა „ხელშეკრულების შედგენის ტექნიკა“
ახალი ამბები
12-14 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, ამავე სკოლის სამართლის კლინიკისა და ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის დედოფლისწყაროს კვლევით ბაზაზე გაიმართება ზამთრის სკოლა „ხელშეკრულების შედგენის ტექნიკა“.
სკოლის მიზანია სტუდენტისთვის ხელშეკრულების წერის პრაქტიკული უნარის გამომუშავება.
მონაწილეობისთვის გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/5bwk6hBEZ54bNRrW6
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
მონაწილეებს ორგანიზატორები შეარჩევენ აკადემიური მოსწრებისა და ზეპირი გასაუბრების საფუძველზე (ზეპირი გასაუბრების შეფასების კრიტერიუმების შესახებ იხ. დანართი).
კონკურსის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
ზამთრის სკოლა განკუთვნილია მხოლოდ ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის.
2025