სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შიდა მობილობა სამართლის სკოლის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე აცხადებს შიდა მობილობას 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის.

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის შიდა მობილობა გამოცხადდა სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის 20 ვაკანტურ ადგილზე;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის შიდა მობილობის შესახებ სტუდენტთა მიერ განცხადებების დაწერის ბოლო ვადა განისაზღვრა 2024 წლის 14 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით;
  • სტუდენტთა მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის შიდა მობილობის შესახებ განაცხადი უნდა გაკეთდეს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემა ,,არგუსი“-ს საშუალებით;
  • სამართლის სკოლაში საბაკალავრო პროგრამაზე გადასვლის მსურველი პირების რეიტინგი დგება ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულების საფუძველზე;
  • ის სტუდენტები, რომლებიც სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე ჩაირიცხნენ კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, შიდა მობილობაში მონაწილობას მიიღებენ კონკურსის გარეშე და არ იქნებიან გათვალისწინებული ვაკანტური ადგილების რაოდენობაში;

2024

ბანერები