შემოდგომის სკოლა „აქტუალური ხელშეკრულებების პრაქტიკუმი“
ახალი ამბები
21-24 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, ამავე სკოლის სამართლის კლინიკისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის დედოფლისწყაროს სასწავლო ბაზაზე გაიმართება შემოდგომის სკოლა „აქტუალური ხელშეკრულებების პრაქტიკუმი“.
სტუდენტები ისწავლიან სხვადასხვა აქტუალური ხელშეკრულების შედგენას.
სკოლის მიზანია სტუდენტს გამოუმუშაოს ხელშეკრულების წერის პრაქტიკული უნარი.
შენიშვნა: დიდი მოთხოვნის გამო ამჯერად სკოლაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ წინა სკოლის მონაწილენი.
მონაწილეობისთვის გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ბმული
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 13 ნოემბერი.
მონაწილეები შეირჩევიან სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე. სამოტივაციო წერილი უნდა იყოს მაქსიმუმ 100 სიტყვა.
კონკურსის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია – მაქსიმუმ 25 სტუდენტი.
შემოდგომის სკოლისა და შუალედური გამოცდების დამთხვევის შემთხვევაში კონკურსის მონაწილეები შეძლებენ გაცდენილი გამოცდის აღდგენას.
2024