სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის სტუდენტთა წარმატება თბილისის მეათე Vis Pre-Moot-ზე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი წარმატებით გამოვიდა თბილისის მეათე Vis Pre-Moot-ზე. სამართლის სკოლის სტუდენტმა ნინო კახიძემ საუკეთესო ინდივიდუალური გამოსვლისთვის საქართველოს არბიტრთა ასოციაციის პრიზი დაიმსახურა.

ბიზნესსამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების გუნდი თენგიზ მღებრიშვილის, ნინო კახიძისა და მარი ვარსიმაშვილის შემადგენლობით შეხვდა ბელორუსიისა და ტურკუს უნივერსიტეტებს, ასევე ჩარლსტონის სამართლის სკოლასა და კოლომბოს სამეფო უნივერსიტეტს. ილიაუნის გუნდი 2021 წლის მარტში მონაწილეობას მიიღებს კონკურსის საერთაშორისო რაუნდებში.

აღსანიშნავია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორის, თინათინ გოლეთიანისა და ლელი მუმლაძის ხელმძღვანელობით მესამედ მონაწილეობს Willem C. Vis-ის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებულ პროცესში.

 

ბანერები