სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების განრიგი

ახალი ამბები

შიდასაუნივერსიტეტო წერითი გამოცდების ჩატარების განრიგი მაგისტრანტობის კანდიდატთა მითითებით (ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის კოდი)

გამოცდაზე უნდა გამოცხადდეთ მის დაწყებამდე 30 წუთით ადრე, მითითებულ დროს.

გაფრთხილება: შიდასამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობისთვის რეგისტრირებული პირი, რომელსაც დადასტურებული აქვს COVID-19-ის ინფექცია, უფლებამოსილი არ არის, გამოცდაზე გავიდეს დიაგნოზის დადასტურებიდან 14-დღიანი ვადის გასვლამდე. გთხოვთ შემობრძანდეთ ჭავჭავაძის 32, ში ცენტრალური შემოსასვლელიდან.

ინფორმაცია კონკრეტული დროის, აუდიტორიის და ნაკადის შესახებ იხილეთ ქვემოთ მითითებულ ბმულებზე.

  • კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა:
  1. წერა – კაზუსი, ესე – 2021 წლის 2 და 3 სექტემბერი – იხ. სია
  2. ინგლისური ენის გამოცდა B2 დონე – 2021 წლის 31 აგვისტო და 1 სექტემბერი – იხ. სია ნაკადების მიხედვით.
  • საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა: 
  1. წერა – კაზუსი, ესე – 2021 წლის 3 სექტემბერი – იხ. სია
  1. ინგლისური ენის გამოცდა B2 დონე – 2021 წლის 31 აგვისტო და 1 სექტემბერი – იხ. სია  ნაკადების მიხედვით.
  • სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა: 
  1. წერა – კაზუსი – 2021 წლის 3 სექტემბერი - იხ. სია
  1. ინგლისური ენის გამოცდა B2 დონე – 2021 წლის 31 აგვისტო და 1 სექტემბერი – იხ. სია  ნაკადების მიხედვით.

გამოცდების დროს თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საწერი კალამი და პირბადე.

კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა – საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მატერიალური სახით;

საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა – საქართველოს კონსტიტუცია მატერიალური სახით;

სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მატერიალური სახით;

შენიშვნა: წერითი გამოცდები ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A და B კორპუსში (მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32). წერით გამოცდაზე აპლიკანტი ცხადდება კონკრეტულად განსაზღვრულ დროს, ნაკადის შეცვლა ან სხვა დროს წერა დაუშვებელია.

ინგლისური ენის გამოცდა (კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა: საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა: სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა – ტარდება ერთდროულად – ნაკადების მიხედვით 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს).

იხ. შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ინსტრუქცია:

 

2021 წელი

ბანერები