სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები წერითი გამოცდების შესახებ

ახალი ამბები

წერითი გამოცდა კერძო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე
სამართლის  სკოლის  კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები წერითი გამოცდა (კაზუსი, ესე) ჩატარდება  2017 წლის 29 აგვისტოს, სამშაბათს, 12:00 საათზე, შემდეგ აუდიტორიებში: B101, B102, A409, A405, მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი N32.
იხილეთ განკუთვნილი აუდიტორია სახელისა და გვარის მიხედვით ( დანართი 1).
გამოცდის ხანგრძლივობა შეადგენს 3 საათს.
გაფრთხილება: გამოცდაზე აუცილებლად იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი  მოწმობა და ლურჯი ფერის საწერი კალამი. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  გარეშე კანდიდატი გამოცდაზე არ დაიშვება.
წერის დროს შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გამოყენება.

წერითი გამოცდა საჯარო სამართლის და პოლიტიკის  სამაგისტრო პროგრამაზე
სამართლის სკოლის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები წერითი გამოცდა (კაზუსი, ესე) ჩატარდება   2017 წლის 30 აგვისტოს, ოთხშაბათს, 15:00 საათზე, შემდეგ აუდიტორიებში: B101, B102, მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი N32.
იხილეთ  განკუთვნილი აუდიტორია სახელისა და გვარის მიხედვით ( დანართი 2 )
გამოცდის ხანგრძლივობა შეადგენს 3 საათს.
გაფრთხილება: გამოცდაზე აუცილებლად იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი   მოწმობა და ლურჯი ფერის საწერი კალამი. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის   გარეშე კანდიდატი გამოცდაზე არ დაიშვება.                         
წერის დროს შესაძლებელია საქართველოს კონსტიტუციის გამოყენება.

წერითი  გამოცდა   სისხლის   სამართლის  სამაგისტრო პროგრამაზე
სამართლის სკოლის სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები წერითი გამოცდა (კაზუსი)  ჩატარდება 2017 წლის 30 აგვისტოს, ოთხშაბათს, 11:00 საათზე, შემდეგ აუდიტორიებში:  B101, B102, A409, მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი N32
იხილეთ განკუთვნილი აუდიტორია სახელისა და გვარის მიხედვით ( დანართი 3 )

გამოცდის ხანგრძლივობა შეადგენს 3 საათს.
გაფრთხილება: გამოცდაზე აუცილებლად იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი   მოწმობა და ლურჯი ფერის საწერი კალამი. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის   გარეშე კანდიდატი გამოცდაზე არ დაიშვება.
წერის დროს შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა                                                           და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გამოყენება.

 

ბანერები