სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამების შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საბოლოო შედეგები
ახალი ამბები
სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამების შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საბოლოო შედეგები წარმოდგენილია აპელაციის გათვალისწინებით. იხილეთ პროგრამების მიხედვით ძირითადი სია და სარეზერვო სია.
- კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა (ძირითადი. სია) (სარეზერვო სია)
- საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა (ძირითადი. სია) (სარეზერვო სია)
- სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა (ძირითადი. სია) (სარეზერვო სია)
ის მაგისტრანტობის კანდიდატები რომლებიც მოხვდნენ ძირითად სიაში ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადნენ 2025 წლის 16, 17 და 18 სექტემბერს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A407 აუდიტორიაში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 32).
2025 წლის 18 სექტემბერის 17:00 საათამდე ძირითადი სიების მიხედვით მაგისტრანტობის კანდიდატთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში ხელშეკრულება გაუფორმდებათ სარეზერვო სიაში მყოფ კანდიდატებს რეიტინგის გათვალისწინებით. კონკრეტული ინფორმაცია ხელმოწერის ვადების და დროის შესახებ განთავსდება 2025 წლის 18 სექტემბერს 18:00 საათზე უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. სარეზერვო სიებიდან კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 2025 წლის 19 სექტემბერს (კონკრეტული კანდიდატებისთვის მითითებული კონკრეტული დროის გათვალისწინებით, შესაბამის ვადებში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ხელშეკრულება გაუფორმდება რეიტინგით მყოფ მომდევნო კანდიდატს)
ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოსადგენი დოკუმენტების სია:
- მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის ბაზაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და დამატებით ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები, ასევე, თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი:
ა) პირადობის მოწმობის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
ბ) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი.
გ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, სადაც მითითებულ უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;
დ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;
ე) 1 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4.
ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის).
2025