სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამების შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საბოლოო შედეგები

ახალი ამბები

სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამების შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საბოლოო შედეგები წარმოდგენილია აპელაციის გათვალისწინებით. იხილეთ პროგრამების მიხედვით ძირითადი და სარეზერვო სიები.

მაგისტრანტობის ის კანდიდატები, რომლებიც მოხვდნენ ძირითად სიაში, ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადდნენ 2021 წლის 17, 20 და 21 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A407 აუდიტორიაში (მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32).

2021 წლის 21 სექტემბრის 18 საათამდე ძირითადი სიების მიხედვით მაგისტრანტობის კანდიდატთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში ხელშეკრულება გაუფორმდებათ სარეზერვო სიაში მყოფ კანდიდატებს რეიტინგის გათვალისწინებით. ხელმოწერის ვადებისა და დროის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია განთავსდება 2021 წლის 21 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე. სარეზერვო სიებიდან კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 2021 წლის 22-23 სექტემბერს (კონკრეტული კანდიდატებისთვის მითითებული კონკრეტული დროის გათვალისწინებით, შესაბამის ვადებში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ხელშეკრულება გაუფორმდება რეიტინგის მიხედვით მომდევნო კანდიდატს).

ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოსადგენი დოკუმენტების სია:

1.მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის ბაზაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და დამატებით ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები, ასევე თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;

ბ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, უნდა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;

გ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;

დ) 1 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4.

2021 წელი

 

ბანერები