სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამების შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საბოლოო შედეგები სარეზერვო სიები

ახალი ამბები

სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე კანდიდატთა ჩარიცხვა

სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე სარეზერვო სიების გათვალისწინებით სწავლის უფლება მოიპოვეს შემდეგმა კანდიდატებმა

  • კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა (იხ. სია)
  • საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა  (იხ. სია)
  • სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა (იხ.სია)  

სიაში წარმოდგენილმა კანდიდატები  ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადნენ 2024 წლის 17 სექტემბერს 10.00 საათიდან 17.00 საათამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A407 აუდიტორიაში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 32).

სათადარიგო სიაში მყოფ კანდიდატთა საყურადღებოდ!

იმ შემთხვევაში, თუ პროგრამებზე განსაზღვრული მისაღები რაოდენობა არ შეივსება ძირითადი სიებიდან და დარჩება ვაკანტური ადგილები, 17 სექტემბერს 17 საათის შემდეგ ფაკულტეტის წარმომადგენელი ხელშეკრულებების გასაფორმებლად რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე დაუკავშირდება სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით, დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოსადგენი დოკუმენტების სია:

  1. მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის ბაზაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და დამატებით ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები, ასევე, თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი:

ა) პირადობის მოწმობის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი.

გ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, სადაც მითითებულ უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;

დ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;

ე) 1 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4.

ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის).

2024

 

ბანერები