სამართლის სკოლის დეკანის გიორგი პაპუაშვილის ვიზიტი მილანის უნივერსიტეტში
ახალი ამბები
9-16 მაისს სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი გიორგი პაპუაშვილი მილანის უნივერსიტეტის მოწვევით იმყოფებოდა მილანის უნივერსიტეტში (Università degli Studi di Milano). გიორგი პაპუაშვილმა PHD პროგრამის ფარგლებში დოქტორანტებისთვის წაიკითხა ლექცია „დემოკრატია და კანონის უზენაესობა“. მილანის უნივერსიტეტში შეხვდა გაცვლითი პროგრამით Erasmus+ სასწავლებლად მყოფ ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტებს, მარიამ ქობალიასა და მარიამ ბაღდავაძეს. მონაწილეობა მიიღო ორ საერთაშორისო სემინარში, აქედან ერთში როგორც პანელის მომხსენებელმა: „საკონსტიტუციო სასამართლოები ევროპაში, ეროვნული კონსტიტუციური ტრადიციების აღსრულება“, „სასამართლოები, რეგულაციები და ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა სამართლებრივ სისტემაში“.
ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში შეხვდა უნივერსიტეტის პრორექტორ პაოლა კატენაციოს და სამართლის სკოლის პროფესორებს.
2025
გალერეა