სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო ლექცია: „გამოხატვის თავისუფლება და გაუმჟღავნებლობის ინსტიტუტი ქართულ კანონმდებლობაში“

ღონისძიებები

14 ნოემბერს, სამშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, ცენტრის საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „გამოხატვის თავისუფლება და გაუმჟღავნებლობის ინსტიტუტი ქართულ კანონმდებლობაში“.

მომხსენებელი: გიორგი ჩიტიძე, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ იურისტი

ლექცია მიზნად ისახავს იმ პრობლემური საკითხების გამოკვლევას, რომლებიც უკავშირდება სისხლის სამართლის პროცესში გაუმჟღავნებლობის ინსტიტუტის არსებობას და, მისი დარღვევის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. არსებული კანონი, მომხსენებლის აზრით, აზრს უკარგავს მხარეთა თანასწორობასა და შეჯიბრებითობას სისხლის სამართლის პროცესში ისევე, როგორც იწვევს ბრალდებულის/მსჯავრდებულის, მისი ადვოკატისა და პროცესის სხვა მონაწილეების გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას. გაუმჟღავნებლობის მარეგულირებელი ნორმები გასაჩივრდა საკონსტიტუციო სასამართლოში „ციანიდის საქმის“ მასალებზე დაყრდნობით, რის შესახებაც სტუმარი დაწვრილებით ისაუბრებს.

დრო:14 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები