სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო დისკუსია „ქართული საკონსტიტუციო მართლმსაჯულება მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით“

ღონისძიებები


ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე „ქართული საკონსტიტუციო მართლმსაჯულება მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით“.

სპიკერები:

ქეთევან ერემაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი;

ვახუშტი მენაბდე -  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი;

სოფო ვერძეული – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის დემოკრატიისა და მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი.

მოდერატორი

თამარ გურჩიანი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებმა ბოლო პერიოდში ძირეულად შეცვალა მარიხუანასთან დაკავშირებული რეპრესიული მიდგომა.

საჯარო დისკუსიაზე განხილული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს როლი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესში, ასევე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსასრულებლად ინიცირებული კანონპროექტები და მათი პერსპექტივა.

დრო: 25 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები