საჯარო დისკუსია: გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციების მიმოხილვა
დისკუსიები
26 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე „გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციების მიმოხილვა“.
მომხსენებელი
ნიკო თათულაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში
მოდერატორი
აიჰან ჰასანლი, სტუდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა
დისკუსიის თემატიკა
2022 წლის 5 და 6 ივლისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტში სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ სამოქალაქო პაქტის შესრულებასთან დაკავშირებით გამართულ 135-ე სესიაზე საქართველომ მე-5 ანგარიში წარადგინა. ამავე განხილვის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკამ პლატფორმა სალამთან ერთად USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი თემის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ კომიტეტში ალტერნატიული ანგარიში გაგზავნა. ანგარიშების განხილვის შემდეგ ადამიანის უფლებათა კომიტეტმა სახელმწიფოს გაუგზავნა წერილობითი რეკომენდაციები, რომელთა შესრულების ანგარიშსაც საქართველო 2024 წელს წარადგენს.
საჯარო დისკუსიის დროს ვისაუბრებთ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ მიღებულ რეკომენდაციებზე, მათ გავლენაზე მოქმედ კანონმდებლობაზე, პოლიტიკასა და ადამიანის უფლებათა სამთავრობო სტრატეგიაზე.
სემესტრის ბოლოს გამოვლინდება ადამიანის უფლებათა მიმართულების მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დამსწრე 3 ყველაზე აქტიური (აქტიურობა გამოითვლება დასწრების ფურცელზე ხელმოწერების რაოდენობით) სტუდენტი, რომელთაც სამართლის სკოლის დეკანი დააჯილდოებს.
ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/2p9823pn
დრო: 26 ოქტომბერი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)
2022 წელი