სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო დებატები მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე

ღონისძიებები

6 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება და ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველები“ საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივასთან (GDI) პარტნიორობითა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გიწვევთ საჯარო დებატებზე მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევათა შესახებ.

2022 წლის 17 ივნისს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 პრიორიტეტული საკითხი განესაზღვრა. მათგან მესამეა მართლმსაჯულების რეფორმა და სასამართლოს დამოუკიდებლობა. ამავე საკითხზე გამოქვეყნდა 2023 წლის 9 ოქტომბრის ვენეციის კომისიის კრიტიკული შეფასება. ღონისძიებაზე მოწვეულ მომხსენებლებთან ერთად ვისაუბრებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების კონსტიტუციით შებოჭვასა და ამ საკითხთან დაკავშირებულ სამართლებრივ გამოწვევათა შესახებ.

მომხსენებლები:
გიორგი მშვენიერაძე, იურისტი; ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“თავმჯდომარე
ნიკა სიმონიშვილი, ადვოკატი

მოდერატორი
მანუჩარ ცეცხლაძე, მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკა

ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/4mb7urym

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 6 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ოთახი G106 (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5)

დასწრება თავისუფალია.

2023

 

ბანერები