სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მკვლევრის ასისტენტის ვაკანსია

ვაკანსიები აკადემიურ თანამდებობებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა კონკურსს მკვლევრის ასისტენტის ანაზღაურებად ვაკანსიაზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში გამარჯვებული გრანტების ფარგლებში (1. კარგი მმართველობის დანერგვის ვარიაციები ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყნებში – საქართველოში რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) დანერგვის მაგალითზე; 2. ეროვნული სტრატეგიების განვითარება ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებისა და ინვესტორთა დასაცავად – გამოწვევები და რეკომენდაციები; 3. დონორების დომინირების პოლიტიკური ეკონომიკა - საქართველოს შემთხვევა (2012-2020).

მოთხოვნები:

  • მონაწილეობა საგრანტო პროექტების ღონისძიებებათა დაგეგმვასა და განხორციელებაში;
  • მონაწილეობა კვლევებში საგრანტო პროექტების მიზნებიდან გამომდინარე .

პირობები:

  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 3;
  • მკვლევრის ასისტენტი პროექტების განხორციელებაში მონაწილეობს დისტანციურად – კვირაში 8-10 საათი;
  • მკვლევრის ასისტენტი კვირაში ერთხელ ხვდება საგრანტო პროექტების ძირითად პერსონალს;
  • ვადა შეადგენს ერთ წელს;
  • ყოველთვიური სარგო თითოეული დასახელებული პროექტის მიხედვით განსხვავებულია – 300-დან 500 ლარამდე გადასახადების ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს. უპირატესობა მიენიჭებათ ინგლისური ენის მცოდნე აპლიკანტებს.

დაინტერესებისა და კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში შესაძლებელია ერთი და იმავე კანდიდატის ორ პროექტში დასაქმება.

კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:

  • პირველ ეტაპზე კონკურსანტები შეირჩევიან რეზიუმეებისა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე;
  • მეორე ეტაპზე გადასულები გაივლიან გასაუბრებას.

კონკურსში მონაწილეობისათვის 10 აპრილის ჩათვლით კანდიდატმა უნდა გამოგზავნოს რეზიუმე, CV, და სამოტივაციო წერილი მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგნის ველში მიუთითოთ დასახელება „მკვლევარის ასისტენტი“.
წერილის ტექსტში მიუთითეთ, კონკრეტულად რომელ პროექტზე შემოგაქვთ განაცხადი.

2023 წელი

ბანერები