სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონკურსი „სტუდენტური ინიციატივა“

კონკურსები

„სტუდენტური ინიციატივა“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის და ამავე სკოლის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანია სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის სამართალშემოქმედებითი და საკანონმდებლო პროცესის გაცნობა და მასთან დაკავშირებული პრაქტიკული უნარების გამომუშავება.

დაინტერესებული სტუდენტებისთვის სამართლის სკოლა აცხადებს კონკურსს, რომელიც მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

პირველი ეტაპზე მონაწილეებს ჩაუტარებენ თემატურ ტრენინგებს სამართლით რეგულირებადი სფეროს განსაზღვრის, რეგულირების მეთოდის, ფორმის, ნორმატიული ენის გამოყენების, მომიჯნავე კანონმდებლობის განსაზღვრის და რეგულირების მოსალოდნელი შედეგების დასაბუთების შესახებ.

მეორე ეტაპზე  მონაწილეები შეიმუშავებენ და წარმოადგენენ შემდეგი იურიდიული დოკუმენტებიდან ერთ-ერთს:

  • კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტის პროექტს
  • საკანონმდებლო აქტის პროექტს
  • საკანონმდებლო პაკეტს

დასკვნით ეტაპზე მონაწილეთაგან შეარჩევენ 3 საუკეთესო გუნდს, რომელიც საკუთარ საკანონმდებლო ინიციატივას (დასაბუთების ჩათვლით) წარმოადგენს აუდიტორიისა და ჟიურის წინაშე.

გამოვლინდება ერთი გამარჯვებული. პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. მონაწილეებს შეაფასებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ლექტორები.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გამოგზავნეთ პროექტში მონაწილე ჯგუფის წევრთა (არაუმეტეს 2 წევრი) მონაცემები (სახელი, გვარი, ელფოსტა და ტელეფონის ნომერი) ელექტრონულ ფოსტაზე goga.chipchiuri@iliauni.edu.ge.

მონაცემების გამოგზავნის ვადა: 31 ოქტომბერი, 13:00 საათი

დამატებითი ინფორმაცია მონაწილე გუნდებს გეცნობებათ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე.

2025

ბანერები