სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ინგლისური ენის გამოცდა სამართლის სკოლის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის, სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამებზე

ახალი ამბები

სამართლის სკოლის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის, ასევე სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები ინგლისური ენის გამოცდა – ტესტი ჩატარდება 2017 წლის 31 აგვისტოს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე, შემდეგ აუდიტორიებში: B101, B102, A409, A405, მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი N32.

იხილეთ განკუთვნილი აუდიტორია სახელისა და გვარის მიხედვით (დანართი 1)

გამოცდა შედგება ორი ნაწილისგან: წერა და კითხვა

1. კითხვა – დრო: 1 საათი. ამ დროის განმავლობაში მუშაობთ ტესტში და ამავე ერთ საათში პასუხები გადაგაქვთ სპეციალურ პასუხების
ფურცელზე (Reading Answer Sheet). პასუხები უნდა გადაიტანოთ ფანქრით. პასუხის შეცვლა თუ გნებავთ, წაშალეთ არასასურველი ვარიანტი საშლელით და დაწერეთ სასურველი. გადასწორებული პასუხი არ ჩაითვლება!

2. მეორე კომპონენტია წერა. დრო: 40 წუთი. დასაგეგმად შეიძლება გამოიყენოთ ტესტის გვერდი. პასუხი იწერება სპეციალურ პასუხების ფურცელზე (Writing Answer Sheet). წერთ ფანქრით ან საწერი კალმით (თქვენი არჩევანია!). ეცადეთ გარკვევით წეროთ, რადგან გაუგებარი ხელწერა აძნელებს ნაწერის გაგებას.

გაფრთხილება: გამოცდაზე აუცილებლად იქონიეთ პირადობის მოწმობა, საშლელიანი ფანქარი, სათლელი და საწერი კალამი.

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე კანდიდატი გამოცდაზე არ დაიშვება.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები