სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტებმა ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიის შეჯიბრებაში მიიღეს მონაწილეობა

ახალი ამბები

3-4 მაისს ქალაქ ჰააგაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებმა – ქეთევან ბეჟანიშვილმა, მარიამ ტაგანაშვილმა, მარიამ სხვიტარიძემ, მარიამ ბიბილურმა – მონაწილეობა მიიღეს ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიის მიერ ორგანიზებულ პრესტიჟულ შეჯიბრებაში „კრიზისის დღე“.

სტუდენტებმა 27 საათის განმავლობაში გაითავისეს მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო ბიზნესის თუ სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქტორის როლი საერთაშორისო კრიზისთან დაკავშირებულ პრობლემათა გადასაჭრელად. კერძოდ, მათ მოეთხოვებოდათ სამართლებრივი მოსაზრების წარდგენა, კლიენტისთვის რჩევის მიცემა, დიპლომატიურ მოლაპარაკებათა წარმართვა და სამართლებრივი სტრატეგიების შემუშავება.

შეჯიბრების დასკვნითი ეტაპზე ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში სტუდენტები მონაწილეობდნენ გაეროს უშიშროების საბჭოს იმიტირებულ სხდომაში.

აღსანიშნავია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი ქართული უნივერსიტეტია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ სახის პრესტიჟულ შეჯიბრებაში. ილიაუნის გუნდთან ერთად მონაწილეობდნენ ცნობილი უნივერსიტეტების – ლონდონის ქინგს კოლეჯის (დიდი ბრიტანეთი), ჯორჯთაუნის (აშშ), მაასტრიხტის (ნიდერლანდები), ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტისა და პარიზის ნანტერის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) გუნდები.

2024

ბანერები