სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტების წარმატება ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის შეჯიბრებაში

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტთა გუნდი ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის შეჯიბრების, რომელშიც ევროპის 32 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური გუნდები მონაწილეობდნენ, საუკეთესო ათეულში შევიდა.

ილიაუნის სამართლის სკოლის გუნდი კონკურსის ჟიურიმ საუკეთესო ათეულში მეშვიდე ადგილზე დაასახელა.

ათეულში საქართველოდან მონაწილე გუნდებს შორის მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტური გუნდი მოხვდა.

ბენჯამინ მარიუს ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის შეჯიბრება Grotius Centre for International Legal Studies ორგანიზებით ტარდება და ევროპაში მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მნიშვნელოვან შეჯიბრებად. წლევანდელ, რიგით 44-ე, შეჯიბრებაში ევროპის 21 ქვეყნის 32 უნივერსიტეტის გუნდი მონაწილეობდა. საქართველო შეჯიბრებაზე ორმა უნივერსიტეტმა წარმოადგინა – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

შეჯიბრებაში ილიაუნის სახელით მონაწილეობდნენ სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები: მილანა ლაბოევა, თამარ ორთოიძე და საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები – ქეთევან ბეჟანიშვილი, ანრი აბულაძე.

გუნდმა კონკურსში მონაწილეობა „იმიტირებული სასამართლო პროცესების კლუბის“ ორგანიზებით მიიღო ასოცირებული პროფესორის, თინათინ გოლეთიანის ხელმძღვანელობით.

2021 წელი

ბანერები