სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის კურსდამთავრებული მარიამ პირველი ედმუნდ მასკის პროგრამის გამარჯვებულია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის 2022 წლის კურსდამთავრებული მარიამ პირველი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ედმუნდ მასკის პროგრამის გამარჯვებულია.

პროგრამა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის მომავალ ლიდერებს  შესაძლებლობას აძლევს, კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გამოცდილების მისაღებად იმუშაონ ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან ორგანიზაციებში.

მარიამი 2023 წელს ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის გამარჯვებულიც გახდა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სრული დაფინანსებით სწავლა განაგრძო პიტსბურგის (პენსილვანიის შტატი) სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე საერთაშორისო და შედარებითი სამართლის მიმართულებით (LLM).

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ულოცავს მარიამს და დიდ წარმატებას უსურვებს!

2024

ბანერები