სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკამ GREVIO-ს ჩრდილოვანი ანგარიში წარუდგინა

ახალი ამბები

დამოუკიდებელი ორგანო GREVIO (ექსპერტთა ჯგუფი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე) ზედამხედველობას უწევს ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციის იმპლემენტაციას წევრ ქვეყნებში.

ამჟამად GREVIO საქართველოში კონვენციის შესრულების მორიგ ეტაპს აფასებს. პროცესის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი ოფიციალური ანგარიშის პარალელურად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ალტერნატიულ, ე.წ. „ჩრდილოვან, ანგარიშებს“, რომლებიც რეალობის ობიექტურ სურათს ასახავს და ექსპერტთა ჯგუფს პარალელური რეალობის აღქმაში ეხმარება.

ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკის სტუდენტების მონაწილეობით  მომზადებული დოკუმენტი ფოკუსირებულია შემდეგ კრიტიკულ საკითხებზე:

  • საკანონმდებლო რისკები: გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობაში შესული ცვლილებების ანალიზი და მათი ნეგატიური გავლენა;
  • აკადემიური თავისუფლება და განათლება: საგანმანათლებლო პროცესსა და მასალებთან დაკავშირებული შეზღუდვების უარყოფითი გავლენის შეფასება;
  • დემოკრატიული უკუსვლა: ქვეყანაში არსებული ზოგადი ტენდენციები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებს.

დოკუმენტი[1] აერთიანებს მიმდინარე პროცესების სიღრმისეულ სამართლებრივ ანალიზსა და საერთაშორისო ექსპერტებისთვის მომზადებულ შესაბამის რეკომენდაციებს, რაც  ხელს შეუწყობს GREVIO-ის მიერ საქართველოში სტამბოლის კონვენციის სტანდარტების ეფექტურ კონტროლს.

ბანერები