სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

IDFI ტრენინგი სტუდენტებისთვის – „ციფრული უფლებები და წიგნიერება“

ღონისძიებები

16 მაისს, 16:30 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ილიაუნის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამართავს მეორე ტრენინგს თემაზე „ციფრული უფლებები და წიგნიერება“.

ტრენინგს ჩაატარებენ გვანცა ნიკურაძე, IDFI-ის ანალიტიკოსი, და თეონა ტურაშვილი, IDFI-ის ინტერნეტისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი.

ტრენინგის შესახებ

ტრენინგის მიზანია მონაწილეებს გააცნოს ციფრული უფლებების არსი, საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო და ის მთავარი გამოწვევები, რომლებიც საერთაშორისო თუ ადგილობრივი (მათ შორის IDFI-ის) კვლევების თანახმად იკვეთება. დამსწრენიასევე მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს ინტერნეტის უსაფრთხო მოხმარებისა და კიბერსაფრთხეებთან გამკლავების შესახებ.

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ (არა უგვიანეს 2023 წლის12 მაისს) მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/oMLYmci7mszYXGRH6 

დრო: 16 მაისი, 16:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32

სამუშაო ენა: ქართული

დასწრება თავისუფალია.

2023

 

ბანერები