გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი კამპანია: ილიაუნი აცხადებს ესეების კონკურსს
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა მიმართულება ტრადიციულად უერთდება გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიან გლობალურ კამპანიას და სხვა დაგეგმილ ღონისძიებებთან ერთად აცხადებს ესეების კონკურსს. კონკურსის მიზანია მონაწილეების თვალით დანახული გენდერული ძალადობის სხვადასხვა ფორმის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება და ცნობიერების ამაღლება.
კონკურსის თემაა „ქალების მდგომარეობა“, რომელიც ეფუძნება “The Why Foundation”-ის ამავე სახელწოდების ფილმს (2016 წ.). ფილმი „ქალების მდგომარეობა” (“State of Women” ინგლისურ ენაზე: https://www.thewhy.dk/films/state-of-the-women) მოგვითხრობს 7 ქალის ისტორიას, რომელთაგან რამდენიმე სხვადასხვა დროს გენდერული ძალადობის სხვადასხვა ფორმის (ადრეული ქორწინება, გენიტალიების დასახიჩრება, მჟავით დაწვა და სხვ.) მსხვერპლი გახდა, ნაწილმა კი იბრძოლა, რათა წინ აღდგომოდა იმ სტერეოტიპებს, გენდერულ როლებსა და ძალადობას, რომელთაც ყოველდღიურად მსოფლიოში მცხოვრებ ქალთა აბსოლუტური უმრავლესობა აწყდება.
კონკურსში გამარჯვებული ესეების წარდგენა გაიმართება 9 დეკემბერს, 17:15 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“.
- ესეები მიიღება 29 ნოემბრის ჩათვლით ელფოსტაზე: nato.mirzashvili.1@iliauni.edu.ge
- ესეების კონკურსის პირობები და ეტაპები იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/fgois
- ამავე ბმულზე შეძლებთ რეგისტრაციას კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
- გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებათა გასაცნობად გადადით ბმულზე: https://shorturl.at/mqzQZ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიურად უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიას, რომლის მიზანია დასრულდეს ძალადობა ქალებისა და გოგოების მიმართ მსოფლიოში.
2024