სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფილმის „ვიწრო ხიდი“ კინოჩვენება და დისკუსია

ღონისძიებები

16  აგვისტოს, 19:00 საათზე, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი და ყვარლის ევროკლუბი, გიწვევთ ფილმის ჩვენებასა და დისკუსიაზე “ვიწრო ხიდი”. ღონისძიების მხარდამჭერია ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით მიმდინარე სამართლის უზენაესობის პროგრამა, ღია საზოგადოების ფონდი და უკრაინის საელჩო.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ომი უკრაინაში  5 თვეზე მეტია გრძელდება.

2022 წელს,  მირზა დავითაიას მიერ გადაღებული ფილმი “ვიწრო ხიდი” მოგვითხრობს ქართული ბატალიონის შესახებ, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძვის. მთავარი გმირი კირილი სოხუმში დაიბადა და უკვე მეორედ ებრძვის რუს დამპყრობლებს. ფილმში მოქმედება უკრაინაში ვითარდება და მთავარ ხაზს წარმოადგენს საქართველო-უკრაინას შორის არსებული მეგობრობა და რუსეთის აგრესია ამ ორი ქვეყნის მიმართ.

დისკუსიის ფორმატში მიმოვიხილავთ ფილმში აღწერილ პრობლემებსა და გამოწვევებს და რუსეთ-უკრაინის მაგალითზე ომის  დროს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

ფილმის ჩვენება გაიმართება უკრაინულ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით.

ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება კაფე მზიურში (თბილისი, ი. ჭავჭავაძის 23) და მასზე დასწრება თავისუფალია.

მომხსენებელი:

ოლეგ ზაგოროდნი, უკრაინელი მსახიობი, აქტივისტი

მოდერატორი:

ატო მირზაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის მკვლევარი

ამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 16 აგვისტო, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: კაფე „მზიური“ (თბილისი, ი. ჭავჭავაძის 23)

2022 წელი

ბანერები