სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფილმის „მდუმარენი“ ჩვენება და დისტანციური დისკუსია

დისკუსიები

1-ლ ივნისს, 15:00 საათზე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) თანამშრომლობით გიწვევთ ფილმის „მდუმარენი“ (Silenced) ჩვენებასა და დისტანციურ დისკუსიაზე.

დისკუსია გაიმართება Zoom-ის ფორმატში. დასასწრებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/ycdh7ky7

დისკუსიამდე ნახეთ ფილმი: https://tinyurl.com/kn6drz57

1-ლ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. „მდუმარენი“ გვანგჯუ ინჰვას სმენის შეზღუდვის მქონე ბავშვთა სკოლაში მრავალწლიანი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ ნამდვილ ამბავს მოგვითხრობს. ახალგაზრდა მასწავლებელი უფლებადამცველების დახმარებით ცდილობს კორუმპირებულ სისტემას ებრძოლოს, რათა მოძალადეები ამხილოს.

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძესთან ერთად ვისაუბრებთ ფილმში წარმოჩენილ პრობლემურ საკითხებზე, საქართველოში ბავშვთა უფლებების მდგომარეობაზე და ვეცდებით ვუპასუხოთ კითხვას: რა უნდა გავაკეთოთ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?

მომხსენებელი:

ეკატერინე სხილაძე, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე

მოდერატორი:

ნინო ყველაიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი

2021 წელი

ბანერები