


ფილმის „ცის თვალი“ ჩვენება და დისტანციური დისკუსია
დისკუსიები
ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით 28 აპრილს, 19:00 საათზე, გიწვევთ ფილმის „ცის თვალი“ (Eye in the Sky) ჩვენებასა და დისტანციურ დისკუსიაზე.
დისტანციური დისკუსია გაიმართება Zoom-ის ფორმატში.
დისკუსიაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/pcsek5yw
დისკუსიამდე ნახეთ ფილმი: https://tinyurl.com/3ckmeb5n
ფილმი მოგვითხრობს საიდუმლო ოპერაციაზე, რომლის მიზანია კენიაში ტერორისტების აყვანა. თუმცა გარკვეული გარემოებების გამო მისიის შინაარსი მალევე იცვლება. რეჟისორი მნიშვნელოვანი სამართლებრივი დილემის წინაშე აყენებს ფილმის გმირებს, რომლებმაც უნდა იპოვონ ზღვარი სიცოცხლის უფლებასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის. ფილმი ხშირად დაძაბული დისკუსიების მიზეზი ხდება და მაყურებელს უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას უტოვებს.
მოწვეულ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ ფილმში წარმოჩენილ მორალურ და სამართლებრივ წინააღმდეგობებზე, განვიხილავთ ტექნოლოგიებისა და ადამიანის უფლებების დაპირისპირებისას წარმოქმნილ სირთულეებს და ვეცდებით ვუპასუხოთ მთავარ კითხვას: სად გადის ზღვარი ადამიანის უფლებების დაცვასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის?
მომხსენებელები:
ჩიორა თაქთაქიშვილი, ფოლისი დეილის უფროსი მკვლევარი
ეთო ბუზიაშვილი, ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი
მოდერატორი:
ხათუნა კვინცხაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი
დრო: 28 აპრილი, 19:00 საათი
2021 წელი