სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფილმის „ახალი ამბები“ ჩვენება და დისტანციური დისკუსია

დისკუსიები

ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება და ადამიანის უფლებათა კინოკლუბი      აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „ კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“      (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით 27 ოქტომბერს, 19:00 საათზე, გიწვევთ ფილმის „ახალი ამბები“ ჩვენებასა და დისტანციურ დისკუსიაზე.

დისკუსია გაიმართება Zoom-ის ფორმატში. დასასწრებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/d6ztc2ru

დისკუსიამდე კი ნახეთ ფილმი ვებგვერდზე: https://literacydoc.ge/movies/  ამისთვის ძალიან მარტივი რეგისტრაციაა საჭირო.

„ერთი მსოფლიო სკოლებში“ ,,ONE WORLD IN SCHOOLS” (OWIS), არის ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) საგანმანათებლო პროგრამა რომელიც უახლესი ისტორიის აქტუალური საკითხების სწავლებისას დოკუმენტურ ფილმებს იყენებს. ყველა დოკუმენტური ფილმი წარმოდგენილი იყო ადამიანის უფლებების ყოველწლიურ ფესტივალზე „ერთი მსოფლიო“ და ისინი ხელმისაწვდომია მედიაწიგნიერების და ადამიანის უფლებების პლატფორმაზე: https://literacydoc.ge 

დამოუკიდებელი მედია დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. სანდო ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, როდესაც ჟურნალისტებს უზღუდავენ ახალ ამბებზე წვდომას. ფილმი ეხმაურება 2017 წელს მომხდარ ინციდენტს, როდესაც ჩეხეთის რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტი მილოშ ზემანი განცხადების გაკეთებას აპირებდა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია პრეზიდენტმა გააჟღერა პრაღის ისტორიულ ციხესიმაგრეში, მხარდამჭერებისა და მეგობრების ვიწრო წრეში, სადაც ჟურნალისტები არ იყვნენ დაშვებული. დოკუმენტალისტი ტომაშ ბოიარი ორ სხვადასხვა რედაქციაში აკვირდება ჟურნალისტების ერთდღიან „ბრძოლას“ ახალი ამბების მოსაპოვებლად. ფილმი ასევე ეხმაურება ობიექტურობის საკითხს თანამედროვე ჟურნალისტიკაში.

მომხსენებლებთან ერთად ვისაუბრებთ დოკუმენტურ ფილმში წარმოჩენილ პრობლემურ და აქტუალურ საკითხებზე:

  • რა როლს ასრულებს მედია არჩევნებში?
  • რამდენად უქმნის ყალბი ინფორმაცია საფრთხეს არჩევნების კამპანიის სწორად წარმოებას?
  • როგორ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას?

მომხსენებლები:

  • სოფო გელავა, ატლანტიკური საბჭოს DFRLab (ციფრული გამოძიებების ლაბორატორიის) მკვლევარი;
  • ზვიად ქორიძე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი.

მოდერატორი:

ხატია ცეცხლაძე, ილიაუნის სამართლის სკოლის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი

2021 წელი

 

 

 

 

 

 

ბანერები