სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფილმის „ათასი ჭრილობა“ ჩვენება და შეხვედრა ჩეხეთის ელჩთან საქართველოში

ღონისძიებები

16 ოქტომბერს, 16:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება და კინოკლუბი ყვარლის ევროკლუბთან თანამშრომლობით გამართავს ფილმის „ათასი ჭრილობა“ ჩვენებასა და დისკუსიას.

ფილმის ჩვენების შემდეგ ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პეტრ კუბერნატთან გაიმართება შეხვედრა, რომელსაც სიტყვით გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე.

დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს საინფორმაციო ომსა და ფილიპინელ ჟურნალისტ მარია რესაზე. ის Rappler-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია, 2019 წელს მარია რესა დააპატიმრეს „კიბერცილისწამებისთვის“ მის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებების გამო. 2021 წელს ნობელის პრემია მიენიჭა მშვიდობის დარგში გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის.

ფილმი ქართულ ენაზე ევროკავშირის მხარდაჭერით ითარგმნა.

მომხსენებლები:

  • პეტრ კუბერნატი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში;
  • ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
  • ნიკა გურინი, ყვარლის ევროკლუბის ხელმძღვანელი, ილიაუნის სამართლის სკოლის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.

მოდერატორი − თამარ ჩხიკვაძე, ილიაუნის სამართლის სკოლის მეორე კურსის სტუდენტი

დეტალური დღის წესრიგი:

  • 16:30 – 18:00 კინოჩვენება
  • 18:00 – 18:10 მისასალმებელი სიტყვა - ნინო დობორჯგინიძე
  • 18:10 – 18:30 დისკუსია პეტრ კუბერნატსა და ნიკა გურინთან

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 16 ოქტომბერი, 16:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2024

 

ბანერები